გიგი უგულავა - ივანიშვილი ხელისუფლებაში რეალურად 2012 წელს მოვიდა, თორემ მანამდე მისი დე ფაქტო ნაწილი იყო, კალაძე პირველად სააკაშვილის მისაღებში ვნახე

ივანიშვილი ხელისუფლებაში რეალურად 2012 წელს მოვიდა, თორემ მანამდე ხელისუფლების დე ფაქტო ნაწილი იყო, კალაძე პირველად სააკაშვილის მისაღებში ვნახე, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა. ამით უგულავამ წამყვანის კითხვას უპასუხა, როცა მან ოპოზიციონერ ლიდერს შეახსენა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილის ფულით განხორციელებულ პროექტებს წინა ხელისუფლება იწერდა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი "მეცენატის სახელს წარმატებით იწერდა".

"ივანიშვილი ხელისუფლებაში რეალურად 2012 წელს მოვიდა, თორემ მანამდე ის ხელისუფლების დე ფაქტო ნაწილი იყო. კალაძე სად იყო აბა?- კალაძე მე პირველად სააკაშვილის მისაღებში ვნახე, ოთხით, თათებით იდგა, ან გინდა არჩილ თალაკვაძე. ესენი საერთოდ საიდან მოსული ხალხია, სააკაშვილის კაბინეტის წინ იდგნენ, რიგები იდგა. გია ვოლსკი, რომ ბურჯანაძეს რაღაცებს ეუბნება, ვოლსკი იყო მინისტრის მოადგილე, გოგა ხაინდრავასი, მერაბიშვილის მისაღებში ოთხით იდგა და წყალობას ელოდა. მე მაინც არ ვიცი ვინ არიან? ამათზე ლაპარაკიც არ მინდა, ეს ხალხი არ არის სალაპარაკო, როდესაც ამდენი უბედურება ხდება ქვეყანაში" , - აღნიშნა უგულავამ.

როგორც უგულავამ განაცხადა, ამ ხალხზე "ლაპარაკიც არ ღირს, როდესაც ქვეყანაში უბედურება ხდება".

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "ქვეყანაში ზაფხული მოდის, რეალურად ზამთარი გვიახლოვდება".

უგულავას განცხადებით, ყველაზე ოპტიმისტური გათვლით, წელს ეკონომიკის ზრდა იქნება მინუს ექვსი, რაც უბედურებას ნიშნავს.

"საშუალო და პესიმისტური გათვლით ეს რიცხვი მინუს ათამდე ადის. ხომ წარმოგიდგენიათ რეგიონში რას ნიშნავს? - ნიშნავს უბედურებას", - დასძინა უგულავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს