ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის  ყოფილ პოლიციელს  ბრალი წაუყენეს

აშშ-ის შტატ მინესოტას ქალაქ მინეაპოლისის ყოფილი პოლიციელი, დერეკ შოვონი, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე დააკავეს და ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობისთვის წაუყენეს,- ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, ბრალის წაყენება სწრაფად მოხდა, ვინადიდან მათ მტკიცებულება ჰქონდათ. მათ განაცხადეს, რომ ბრალს ვიდეოკადრებში ასახულ დანარჩენ სამ ყოფილ პოლიციელსაც წაუყენებენ, თუმცა დეტალები არ დააკონკრეტეს.

ჯორჯ ფლოიდის ადვოკატისა და ოჯახის თქმით, ყოფილი პოლიციელის დაკავების ფაქტი „მისასალმებელია, მაგრამ დაგვიანებულია.“

ოჯახი აცხადებს, რომ ისინი დაკავებული ყოფილი პოლიციელისთვის ბრალის პირველი ხარისხის მკვლელობისთვის წაყენებასა და ინციდენტში მონაწილე კიდევ სამი ყოფილი პოლიციელის დაკავებასაც მოითხოვენ .

შეგახსენებთ, აშშ-ში 46 წლის ჯორჯ ფლოიდის დაკავების ამსახველმა ვიდეომ მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია. კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია. მოგვიანებით, ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ვიდეოს გავრცელების შემდეგ აშშ-ის რამდენიმე შტატში საპროტესტო აქციები დაიწყო. ქალაქ მინეაპოლისში, სადაც შემთხვევა მოხდა, მომიტინგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ, შენობებში შეიჭრნენ და რამდენიმე გადაწვეს. პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო