აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 25 000 შემთხვევა დადასტურდა და 1 193 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 25 000 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 1 746 019-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის“ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 1 193 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაღუპულთა რიცხვმა 102 809-ს მიაღწია.

რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, worldometers-ის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 6 მილიონს აჭარბებს, აქედან დაღუპულია - 366 890 და გამოჯანმრთელებულია 2 661 145 ადამიანი. ამავე სტატისტიკის თანახმად, 3 005 779 აქტიური შემთხვევიდან 53 733 მძიმე, ან კრიტიკულად მძიმეა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო