ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. საბურთალოს კლასტერი ჩამოყალიბდა და დიდი ალბათობით, შესაძლოა, ინფიცირების პირველწყარო  მედიკოსი იყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი, ე.წ. საბურთალოს კლასტერი ჩამოყალიბდა. როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კლასტერის ორი შესაძლო წყაროა, რომლებიც გუშინწინ დაინფიცირდნენ, მათ შორის ერთი მისი კოლეგაა.

“24 საათის განმავლობაში დაემატა კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა, აქედან 2 არის ბოლნისის კლასტერიდან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია, ხოლო 9 არის გუშინწინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები. ამ კონტაქტების კვლევა გუშინ და დღეს მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად, უკვე გამოკვლეულია 50-მდე კონტაქტი. ამ კონტაქტებიდან, გარდა გუშინწინ დადგენილი ორის, ანუ პირველწყაროსი, 9-ს, მათ კონტაქტებს დაუდგინდა კოვიდინფექცია და კონტაქტების კვლევა ამ წუთშიც გრძელდება. ეს ახალჩამოყალიბებული კლასტერი, ესენი არიან ერთი ოჯახი და ოჯახის ძალიან ახლო კონტაქტები. ინფიცირების პირველადი წყარო, როგორც ვფიქრობთ, უნდა იყოს ჩემი კოლეგა და შემდგომ იქიდან გავრცელებული ოჯახში და ოჯახის ახლო კონტაქტებში ინფექცია, მაგრამ ხაზს ვუსვამ, მიმდინარეობს კვლევა, დღესაც ჩვენი ჯგუფი იქ გასულია, იღებენ დამატებით ბიოლოგიურ ნიმუშებს და შესაბამისად, ჩაღრმავებული კვლევები გაგრძელდება. დიდი ალბათობით, შესაძლოა პირველწყარო იყოს ჩემი კოლეგა. იქ განიხილება ასევე მეორე, ის არის პირველწყარო თუ მისი ოჯახის წევრი, ამის დაზუსტება მიმდინარეობს. იქ, სადაც ჩემი კოლეგა მუშაობდა, მიმდინარეობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, კარანტინის აუცილებლობა იქ არ არის. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, ეს გახლავთ საბურთალოს კლასტერი და გიდასტურებთ იმას, რომ მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებულის, ყველა კონტაქტის კვლევა. ესენი არიან დევნილები თუ ადგილობრივი მცხოვრებლები, მე ამას არ დავაზუსტებ. ყველა ადამიანი, ვინც იყო კონტაქტში და გამოვლინდა, რომ არის პოზიტიური კოვიდდადებითი, ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოები, ხოლო კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს და ისინი გადადიან კარანტინში. სულ 11-ია. არის ორი, რომელიც დადასტურდა გუშინწინ და იმის 9 კონტაქტი”, - განმარტა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: ამირან გამყრელიძის განცხადებით, ე.წ. საბურთალოს კლასტერი ჩამოყალიბდა და დიდი ალბათობით, შესაძლოა, ინფიცირების პირველწყარო მედიკოსი იყოს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს