ნათია თურნავა - პროტოკოლი, რაც ტურიზმის ინდუსტრიისთვის გამოქვეყნდა, ამ სექტორთან ერთადაა დაწერილი და იქ არაფერია ისეთი, რის განხორციელებასაც ვერ შეძლებენ

ყველა ის პროტოკოლი, რაც გამოქვეყნდა ტურიზმის ინდუსტრიისთვის, ამ სექტორთან ერთად არის დაწერილი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა. ტურიზმის ინდუსტრიისთვის COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების დაწესებას.

თურნავას თქმით, ამ რეგულაციებში არაფერია ისეთი, რის გაკეთებასაც ტურიზმის სექტორი ვერ შეძლებს.

„იმის გამო ეპიდემია ჯერ კიდევ არსებობს და ეს საფრთხე არსად არ წასულა, ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ, თუმცა ეკონომიკა და ბიზნესი იხსნება. ყველა ის პროტოკოლი, რაც გამოქვეყნდა ტურიზმის ინდუსტრიისთვის, ამ სექტორთან ერთად არის დაწერილი და იქ არაფერი ისეთი არ არის, რის განხორციელებასაც ვერ შეძლებენ. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მსოფლიოში ჩვენი ადგილი განვამტკიცოთ, როგორც უსაფრთხო ტურისტული ადგილი,“ - განაცხადა თურნავამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს