აშშ-ის რამდენიმე ქალაქში ჯორჯ ფლოიდთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციების გამო საგანგებო მდგომარეობა და „კომენდანტის საათი“ გამოცხადდა

აშშ-ის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მინეაპოლისში, ატლანტაში, ლოს- ანჯელესში, ფილადელფიაში, პორტლენდსა და ლუისვილში, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციების გამო ღამის საათებში „კომენდანტის საათი“ გამოცხადდა,- ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საპროტესტო აქციები ქვეყნის 30-მდე ქალაქში გაიმართა.

ჩიკაგოში აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს ქვები დაუშინეს, რასაც სამართალდამცველების მხრიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენება და რამდენიმე ადამიანის დაკავება მოჰყვა.

ლოს-ანჯელესში პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს მას შემდეგ, რაც მათ პოლიციელების მისამართით ბოთლების სროლა დაიწყეს და პოლიციის რამდენიმე მანქანას ცეცხლი წაუკიდეს.

ატლანტაში, ჯორჯიის შტატში, სადაც აქციის მონაწილეებმა შენობები დაარბიეს, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საპროტესტო აქციები ვაშინგონში, თეთრ სახლთან გაიმართა. ათასობით ადამიანის მსვლელობები მოეწყო მინეაპოლისში, ნიუ-იორკში, მაიამიში, ატლანტასა და ფილადელფიაში.

აღსანიშნავია, რომ მინესოტას შტატში გვიან ღამით ეროვნული გვარდიის ასეულობით ჯარისკაცის მობილიზება მოხდა. ეს არის სარეზერვო სამხედრო ძალა, რომლის გამოძახების უფლება მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტსა და შტატების გუბერნატორებს აქვთ.

შეგახსენებთ, აშშ-ში რამდენიმე დღეა მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პროტესტი 46 წლის ჯორჯ ფლოიდის დაკავების ამსახველმა ვიდეომ გამოიწვია. კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია. მოგვიანებით ყოფილი პოლიციელი, დერეკ შოვონი, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე დააკავეს და ბრალი მკვლელობისთვის წაუყენეს. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ინციდენტში ჩართულ კიდევ სამ პოლიციელთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში მიიღებენ გადაწყვეტილებას.

ისრაელის ელჩი - საქართველოს ყველა მეგობრისთვის 5 ივლისის მოვლენები აბსოლუტურად შოკისმომგვრელი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.08.2021
ბაკურ კვაშილავა - 19 აპრილის შეთანხმებიდან მმართველი გუნდის გამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ იგი არ არსებობს - თუ მათ ხმების 43% ვერ მიიღეს, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა
გიორგი ხვედელიანი - ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიშელის ხელშეკრულება კი არა, ქართველი ხალხის ნება გადაწყვეტს
კომპანია "იორკ თაუერსმა" დავით ტურაშვილთან ერთად ახალი კამპანია წამოიწყო
"სამსუნგის" Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენ მიერ (R)
GIZ-ის მხარდაჭერით დაგეგმილია გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობა თანამედროვე მონიტორინგული სისტემების დანერგვის პროცესში
„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ - Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან