მარინა ეზუგბაია - ინფექციურ საავადმყოფოში სამი მძიმე, პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს, დანარჩენის მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში სამი პაციენტი იმყოფება, რომელთაც პნევმონია აღენიშნებათ, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული არ არის.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფიცირებული 11 პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც სოფელ მუშევანიდან არიან, მსუბუქად ფასდება.

„ჩვენი ცენტრის მონაცემებით, ასეთი სიტუაციაა - გვყავს 48 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ 11 ახალი დადასტურებული შემთხვევა იყო, ყველა მათგანი სოფელ მუშევანიდან. სუბიექტური და რუტინული კვლევებით, ისინი საშუალოზე მსუბუქი პაციენტები არიან. დღეს ჩატარდება მათთან რადიოლოგიური კვლევა და თუ პნევმონია დადასტურდება, ალბათ, მონაცემები განმეორებით შეჯერდება და დინამიკაში სიმძიმის ფაქტორიც გამოვლინდება.

გუშინ ჩვენს ცენტრში მხოლოდ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი იყო. მხოლოდ სამი მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი გვყავს. კრიტიკულ მდგომარეობაში არც ერთი პაციენტი არ არის. პაციენტებს თან არსებული მძიმე დაავადებები არ აქვთ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მათი პროგნოზი კეთილსაიმედო იქნება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე უმეტესად მსუბუქია და საშუალო სიმძიმის“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო