მარინა ეზუგბაია - ვისწავლეთ კოვიდ19-თან ცხოვრება და გავაგრძელოთ იმ უნარ-ჩვევებით, რომელიც მივიღეთ, ნუ დავივიწყებთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, აუცილებელია მოსახლეობამ დაიცვას სოციალური დისტანცირების წესები.

„აუცილებელია შევინარჩუნოთ ის უნარ-ჩვევები, რაც 3-4 თვის განმავლობაში მივიღეთ, ეს არის - დისტანცირება, პირბადეების გამოყენება, თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება და სახლიდან გამოსვლის აუცილებელი მიზეზი. მუდმივად გარეთ არ უნდა ვიყოთ და თავშეყრის ადგილებში კონცენტრირებული. ხომ ვისწავლეთ კოვიდ 19-თან ერთად ცხოვრება და ჯერჯერობით გავაგრძელოთ იმ უნარ-ჩვევებით, რომელიც მივიღეთ, ნუ დავივიწყებთ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით დაინციფირების კიდევ 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 5-ით გაიზარდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებულია 783 შემთხვევა, მათან 605 გამოჯანმრთელდა. 12 პაციენტი გარდაიცვალა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო