შს მინისტრმა და პრემიერმა დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, პოლიციის დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების პატივსაცემად, სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე, გარდაცვლილი პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.

„ცერემონია საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრემიერ-მინისტრთან ერთად, პოლიციის დღესთან დაკავშირებით, დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო