ვახტანგ გომელაური პოლიციელებს - ვიცით, რა სამსახურსაც ეწევით, თქვენ ჯანმრთელობას, ყველაფერს რისკავთ ჩვენი მოქალაქეების გადასარჩენად

ვიცით, რა სამსახურსაც ეწევით, თქვენ ჯანმრთელობას, ყველაფერს რისკავთ ისევ ჩვენი მოქალაქეების გადასარჩენად , - ასე მიმართა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 10 თანამშრომელი მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამი თვის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა პოლიცია და ახლაც გრძელდება.

"მინდა მოგილოცოთ ყველა თქვენგანს პროფესიული დღე, პოლიციის დღე, არამარტო თქვენ, მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, დაწყებული რიგითიდან - ხელმძღვანელით დამთავრებული. ეს სამი თვე, საგანგებო რეჟიმზე ვიყავით გადასული, ვართ კიდევაც, ვაგრძელებთ. თვეები ოჯახში არ ყოფილხართ, ადგილებზე იყავით დარჩენილი, თითქმის ყველა რეგიონში. იყო შემთხვევები, ბატონო პრემიერო, როდესაც შვილი შეეძინათ, ერთ-ერთი გვყავს - სულხანი და დიდი ხნის განმავლობაში ნანახი არ ჰყავდა შვილი. ვიცით, რა სამსახურსაც ეწევით, თქვენ ჯანმრთელობას, ყველაფერს რისკავთ ისევ ჩვენი მოქალაქეების გადასარჩენად. ძალიან ბევრი გააკეთეთ, არ მინდა, რომელიმე გამოვყო, ყველა დანაყოფი იყო ჩართული და მე მინდა, მადლობა გითხრათ, ყველას მოგილოცოთ კიდევ ერთხელ, წარმატება გისურვოთ, ჯანმრთელობა. ვიცით, თუ რა სამსახურია - წლებია, მეც დიდი ხანია უკვე ამ სტრუქტურაში, ამ სისტემაში ვარ, ოჯახში უვნებლად დაბრუნებას გისურვებთ ყოველთვის. რაც ყოველთვის მძიმეა ჩვენი სამინისტროსთვის, ქვეყნისთვის, ერთი პოლიციელის დაკარგვაც უმძიმესია ჩვენთვის. ამიტომ ჯანმრთელი და მშვიდობიანი დაბრუნებულიყავით ყოველთვის თქვენს ოჯახებში. გილოცავთ კიდევ ერთხელ", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო