არჩილ თალაკვაძე - ქედს ვიხრი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების წინაშე, მათ ოჯახებს და შვილებს მინდა ვუთხრა, რომ ისინი მარტო არ არიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ქართველ პოლიციელებს პოლიციის დღეს ულოცავს.

როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, პოლიციელებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს მზადყოფნა და თავდადება ყველაზე რთულ მომენტში, კორონავირუსის პანდემიის შესაკავებლად.

"ყოველდღე, პოლიციელის მუნდირთან ერთად, თქვენ ატარებთ უდიდეს პასუხისმგებლობას - დაიცვათ ჩვენი საზოგადოება, ადამიანის სიცოცხლე, უსაფრთხოება და ღირსება. თქვენი პროფესია ზოგჯერ, დღეების განმავლობაში მოთმინებას, უდიდეს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს დანაშაულთან ბრძოლის და მისი პრევენციისთვის, ზოგჯერ კი წამის მეათედში ითხოვს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლეს შორის გადის. სწორედ ამის გამო, ქედს ვიხრი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების წინაშე. მათ ოჯახებს და შვილებს მინდა ვუთხრა, რომ ისინი მარტო არ არიან! საზოგადოება, რომელსაც თქვენმა მეუღლეებმა და მშობლებმა შესწირეს თავი მადლიერია და ქვეყანა, რომელსაც ისინი ემსახურნენ, ამაყობს თავისი გმირებით. პოლიციელი გმირია!

წელს, პოლიციელებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს მზადყოფნა და თავდადება ყველაზე რთულ მომენტში, კორონავირუსის პანდემიის შესაკავებლად. მიუხედავად იმისა, რომ COVID19-თან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ჩვენი ქვეყნის წარმატება, ჩვენი საზოგადოების დაცვა ამ საფრთხისგან, უკვე არის თქვენი დიდი დამსახურებაც.

საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობას გიხდით და გილოცავთ პოლიციელის დღეს! უკლებლივ ყველა საპოლიციო დანაყოფს, სამინისტროს და შინაგან საქმეთა მინისტრს გაქვთ ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა დანაშაულის პრევენციის, დანაშაულთან ბრძოლის და მართლწესრიგის დაცვის საქმეში!", - აცხადებს თალაკვაძე, რომლის კომენტარსაც საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა