ამირან გამყრელიძე - ინფიცირების შემთხვევების გუშინდელი და დღევანდელი მატება შეზღუდვების მოხსნით არ არის გამოწვეული

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება, რაც ბოლო ორ დღეში ფიქსირდება, შეზღუდვების მოხსნით არ არის გამოწვეული.

მისივე თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი ახლაც და მანამდეც ქვეყანაში ყველაზე დაზიანებულ ადგილად მიიჩნეოდა.

„გუშინდელი და დღევანდელი მატების შედეგები არ არის შეზღუდვების მოხსნით გამოწვეული. მუშევანი გვაქვს და გვქონდა ყველაზე დაზიანებული ადგილი ქვეყანაში და ველოდებოდით, რომ გვექნებოდა დამატებითი შემთხვევები. ამიტომ, პარასკევს თითქმის სრულად მოსახლეობა გამოვიკვლიეთ და დამატებით 18 შემთხვევა იყო იდენტიფიცრებული. ამავე დროს, საბურთალოს ე.წ. კლასტერი არის ყველა კონტაქტი ინფიცირებულთან და ეს ინფიცირებული გახლდათ ჩვენი კოლეგა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: არის თუ არა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება საქართველოში შეზღუდვების მოხსნით გამოწვეული?

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა