ამირან გამყრელიძე - რაღაც მომესმა, ზოგიერთ სამარშრუტოში პირბადეებს მძღოლი არიგებს და მერე უკან იღებსო, ეს არის დანაშაული და უნდა აღიკვეთოს შესაბამისი ორგანოების მიერ

რაღაც მომესმა, რომ ზოგიერთ სამარშრუტოში პირბადეებს მძღოლი არიგებს და მერე უკან იღებსო. პირდაპირ გეტყვით, ეს არის დანაშაული და ის უნდა აღიკვეთოს შესაბამისი ორგანოების მიერ , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქლაივის“ მიმდინარეობისას განაცხადა.

მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვისკენ.

„პირბადე იმიტომ არის ერთჯერადი ხმარების ატრიბუტი, რომ ის ერთჯერადად, ერთმა ადამიანმა უნდა მოიხმაროს. რაღაც მომესმა, რომ ზოგერთ სამარშრუტოში პირბადეებს მძღოლი არიგებს და მერე უკან იღებსო. ამის გაკეთება დანაშაულია, პირდაპირ გეტყვით, ეს არის დანაშაული და ის უნდა აღიკვეთოს შესაბამისი ორგანოების მიერ. ზოგადად, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა კოვიდთან ბრძოლაში არის ერთ-ერთი მთავარი სოციალურ დისტანცირებასთან ერთად. პირადი ჰიგიენის დაცვა არის სწორედ ერთჯერადი პირბადის გამოყენება და ის არ შეიძლება სხვამ გამოიყენოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს