CNN-ი კორონავირუსის ეპიდემიის შემდგომ პერიოდში საქართველოს ტურისტული გეგმების შესახებ წერს

CNN-ი სტატიაში, სახელწოდებით - „რომელი საერთაშორისო მიმართულებები იხსნება ტურისტებისთვის?“, მოგზაურებს პოპულარული ადგილების ტურისტული გეგმების და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას სთავაზობს. სტატიაში საქართველოზეც არის საუბარი.

„კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში ტურისტული ბუმი იყო - 2019 წელს 5 მილიონი მოგზაური ესტუმრა მას, რაც წინა წელთან შედარებით 7%-იანი ზრდაა. თუმცა ქვეყანა იძულებული გახდა კრიზისის გამო მარტში ზამთრის კურორტები დაეხურა და უცხოელი ვიზიტორები ქვეყანაში არ შეეშვა.

საქართველოს მთავრობა, რომელსაც ტურიზმის სექტორის გამოცოცხლება სურს, აცხადებს, რომ საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას პირველი ივლისიდან გეგმავს.

"ხელისუფლებამ სამ ეტაპიანი ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა, რომელიც მოიცავს საქართველოს მარკეტინგულ კამპანიას და მის წარმოჩენას უსაფრთხო ტურისტული მიმართულების კუთხით. შემდგომი ეტაპი შიდა ტურისტებს მოგზაურობის ნებას დართავს „უსაფრთხო“ ტურისტულ ზონებში, ხოლო ბოლო ეტაპზე გაიხსნება საზღვრები და აღდგება ფრენების ნაწილი“, - ნათქვამია სტატიაში.

აქვე მოყვანილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სიტყვები, რომლის თანახმადაც, „ტურიზმის სექტორი იქნება პირველი, რომელსაც საგანგებო ზომების შემსუბუქება შეეხება“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა