SpaceX-სა და NASA-ს მიერ გაშვებული კერძო ხომალდი Crew Dragon-ი  კოსმოსურ სადგურს მიუერთდა

რამდენიმე საათიანი ფრენის შემდეგ, SpaceX-სა და NASA-ს მიერ გაშვებული კერძო ხომალდი კოსმოსურ სადგურს წარმატებით მიუერთდა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

ხომალდის-Crew Dragon ბორტზე ამერიკელი ასტრონავტები დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი იმყოფებიან.

SpaceX -მა და NASA-მ კოსმოსში ისტორიაში პირველად კერძო ხომალდი Crew Dragon-ი 30 მაისს გაუშვეს. ისტორიული გაშვება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

ისტორიულ გაშვებას აშშ-ის პრეზიდენტიც ადევნებდა თვალს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები კერძო კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტით გაემგზავრნენ. 2011 წლის შემდეგ აშშ-ის მიწიდან ასტრონავტები პირველად გაუშვეს.

მისიის წარმატებით დასრულების შემთხვევაში Crew Dragon-ის, ფრენები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურისკენ რეგულარული იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო