ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით მიმართა

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა საკანონმდებლო ორგანოს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით მიმართა.

როგორც სანჩესმა აღნიშნა, ქვეყანაში ბოლო რამდენიმე კვირაა შესანიშნავი შედეგებია, თუმცა მოდუნება არ შეიძლება.

"ჩვენ არ შეგვიძლია მოდუნება, ვირუსი ჩვენს ქვეყანაში ისევ არსებობს",- აღნიშნა სანჩესმა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა საგანგებო მდგომარეობის კიდევ 15-დღიან გახანგრძლივებას შეეცდება.

ესპანეთში პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა მარტში გამოცხადდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა