ნიუ-იორკის გუბერნატორის განცხადებით, შტატში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კლებას განაგრძობს

ნიუ-იორკის შტატში გასულ დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 56 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, 29 მაისს გარდაცვლილთა რიცხვი 69-ს შეადგენდა, დღევანდელი მონაცემებით კი კლება შეინიშნება.

"დაღუპულთა რიცხვის ეს შემცირება უდიდესი პროგრესია იმასთან შედარებით, სადაც ვიყავით", - განაცხადა გუბერნატორმა.

მისივე ინფორმაციით, ნიუ-იორკში ასევე შემცირებულია კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზირებულთა რიცხვი.

”ყველგან კარგი ამბავია”, - განაცხადა ნიუ-იორკის გუბერნატორმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის