მარინა ეზუგბაია - არსად წასულა ეს კოვიდი, ამიტომ, რაღაცნაირად მოვერგოთ სიტუაციას, თვითშეზღუდვები დავიწესოთ, ჩვენს თავს და ოჯახებს მოვუფრთხილდეთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია მიიჩნევს, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, რეგულაციების კვლავ გამკაცრების საჭიროება არ დადგება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ფაქტობრივად, ყველა კლასტერი შესწავლილია და ე.წ. საბურთალოს კლასტერის შესწავლაც აქტიურად მიმდინარეობს.

ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, რეგულაციების მოხსნის მიუხედავად, თვითშეზღუდვები დაიწესონ.

„მე მგონი, რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ დადგება. გარკვეულწილად საბურთალოს კლასტერი მთლიანად შეისწავლება, თავიდან ბოლომდე. ყველას იზოლაცია მოხდა, ყველას კვლევა წარმოებს, აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ მოხდეს ამ კლასტერის გავრცელება და გაბევრება, დანარჩენი იცით, რომ ყველაზე მძიმე პრობლემა იყო ბოლნისის სოფელი გეტა და მუშევანი, აქაც ბოლოსკენ გავდივართ, ასეთი შთაბეჭდილებაა და ვნახოთ. ეს ორი კვირა დაგვჭირდება იმიტომ, რომ კიდევ კონტაქტებიდან კვლევისას 14 დღეზე გასული თუ დადასტურებული შემთხვევები არ გვექნება, შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე გავიარეთ ეს ბეწვის ხიდი და არ მგონია, რომ მერე იყოს ლაპარაკი გამკაცრებაზე.

კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა ვისწავლოთ კოვიდთან ერთად ცხოვრება, არსად არ წასულა ეს კოვიდი, არის ჩვენთან ერთად, ამიტომ, რაღაცნაირად მოვერგოთ სიტუაციას, თვითშეზღუდვები დავიწესოთ. ეს არის ყველაზე კარგი გამკაცრებული ღონისძიება თითოეული ჩვენგანისთვის, ჩვენს თავებს მოვუფრთხილდეთ, ჩვენს ოჯახებს მოვუფრთხილდეთ, ვიყოთ გარკვეულწილად თვითშეზღდუვებში”, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსი არსად არ წასულა, შესაბამისად თვითშეზღუდვები უნდა დავაწესოთ

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა