სერგი კაპანაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე არ შესრულდა და გიორგი რურუა არ გათავისუფლდა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ თავიდანვე ჩართულია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში და პარტიამ მხარი დაუჭირა კომისიის შექმნას, თუმცა მისივე განმარტებით, „ევროპული საქართველო“ მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს თუ 8 მარტის შეთანხმება პოლიტპატიმრების ნაწილში ბოლომდე არ შესრულდა და გიორგი რურუა არ გათავისუფლდა.

„მიგვაჩნია, რომ 8 მარტის შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც ეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ბოლომდე უნდა შესრულდეს, რომ შემდეგ 120/30-ის მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან იყოს შესაძლებელი, ამიტომ გიორგი რურუას გათავისუფლება არის მნიშვნელოვანი წინაპირობა. შესაბამისად, ჩვენს ინტერესში არის, ეს ცვლილებები შევიდეს ძალაში, თუმცა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე, ჩვენი მხრიდან, ეს არ მოხდება. რაც შეეხება უშუალოდ განხილვებში მონაწილეობას, ეს არის ტექნიკური ნაწილი, რეალურად განხილვებიც არ იქნება, ეს არის სატელევიზიო ჩართვები. ამასთან დაკავშირებით, ამ კვირაში თუ შემდეგ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ფორმით ჩავერთვებით ამაში,“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს