გიორგი გახარია - მოგიწოდებთ ყველას, ვატაროთ ნიღბები

მოგიწოდებთ ყველას, რომ ვატაროთ ნიღბები, ეს არის, პირველ რიგში, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და შევინარჩუნოთ ჩვენი ეკონომიკის აღდგენის ის პოტენციალი, რომელიც საქართველოს ნამდვილად აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა, ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდა ორი ახალი „კლასტერი“. ერთი თბილისში და ერთი მარნეულში, სოფელ მერეთში. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ამოცანა არის ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი როგორც დროში, ასევე გეოგრაფიულად სივრცეში. აქ ჩვენი პასუხისმგებლობა არის ელემენტარული წესების დაცვა. მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, ყოველთვის ვატაროთ ნიღაბი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვართ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და თავშეყრის ადგილებში. ამას აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა. ეს არის ის სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომელიც არის მარტივი და შეგვიძლია გავაკეთოთ. ახლა რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ იძულებულები ვართ ნელ-ნელა ეკონომიკა გავხსნათ. ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს უკან დაბრუნების. ეკონომიკის შემდგომი ან ხელახალი დაკეტვის. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავრობას გააზრებული აქვს ის სოციალური დახმარება, რომელსაც ჩვენ მოქალაქეებს ვუწევთ, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი. ეს სოციალური დახმარება არ არის საკმარისი, ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეკონომიკა გავხსნათ და მოქალაქეებმა აღიდგინონ ის შემოსავალი, რომელიც მათ კოვიდამდე პერიოდში ჰქონდათ. ეს არის ჩვენი ერთმანეთისადმი ვალდებულება და ამიტომ ის გეგმები, რომელიც მთავრობას გააჩნია ეკონომიკის, ტურიზმის გახსნის, ყველაფერი იქნება გაკეთებული უკიდურესად ფრთხლიად და გონივრულად. სხვანაირად ჩვენ რისკის ქვეშ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას ვერ და არ დავაყენებთ. მოგიწოდებთ ყველას, რომ ვატაროთ ნიღბები, ეს არის, პირველ რიგში, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და შევინარჩუნოთ ჩვენი ეკონომიკის აღდგენის ის პოტენციალი, რომელიც საქართველოს ნამდვილად აქვს," - განაცხადა პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს