ამირან გამყრელიძე - ყველაზე ცხელი წერტილი სოფელი მუშევანია, მთლიანად ამ სოფელში 75 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ჯამში 75 დადასტურებული შემთხვევაა.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, გასულ პარასკევს მუშევანში 574 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, საიდანაც 19 დადებითი იყო.

„მნიშვნელოვანია ქვემო ქართლის კლასტერი, ყველაზე ცხელი წერტილი არის ბოლნისის მუნუციპალიტეტის სოფელი მუშევანი. ჩვენ გასულ კვირას სერიოზულად ვიმუშავეთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ჩატარდა მუშევანის მოსახლეობის თითქმის სრული კვლევა. მთლიანად მუშევანში 1135 ადამიანი გვყავს გამოკვლეული და 75 დადებითი გვყავს, რომლებიც გადაყვანილი არიან სამკურნალო ცენტრებში, ამავე დროს 60-მდე ადამიანი გადაყვანილია კარანტინში. მუშევანის მოსახლეობა 750 ადამიანია და ეს 1135 კვლევა ნიშნავს, რომ განმეორებითი კვლევა ჩავატარეთ. პარასკევს ძალიან ორგანიზებულად, 9 ბრიგადით ვიმუშავეთ მუშევანში, 8 იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრის და 1 დახვდათ ადგილობრივი, გამოვიკვლიეთ 574 ბიოლოგიური ნიმუში, აქედან 19 აღმოჩნდა დადებითი იმ ერთი დღის კვლევის შედეგად. ჯამში დადასტურებული 75 შემთხვევის კლინიკური მდგომარება არის დამაკაყოფილებელი, ზოგიერთ უკვე გამოჯანმრთელდა და არიან გამოჯანმრთელების შემდგომ კარანტინში”, - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: ყველაზე ცხელი წერტილი სოფელი მუშევანია, მთლიანად ამ სოფელში 75 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა - ამირან გამყრელიძე

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო