ამირან გამყრელიძე - დღევანდელი მონაცემებით, არ ვფიქრობ, რომ ისეთი შემზღუდავი ღონისძიებები უნდა დავაწესოთ, როგორიც გვქონდა - ახლა მივდივართ სლოგანით - „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად“

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გამო რეგულაციების გამკაცრების საჭიროება ამ ეტაპზე არ არის.

როგორც გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ახლა ჩვენ მივდივართ სლოგანით - „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად“.

„დღევანდელი მონაცემებით, მე არ ვფიქრობ ჩვენ ისეთი ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებები დავაწესოთ, როგორიც გვქონდა. ახლა ჩვენ მივდივართ სლოგანით - „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად“. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ტიპის მატებები შესაძლებელია იყოს. ეს დასაშვებია და ამას თავისუფლად მართავს ჯანდაცვის სისტემა ყოველგვარი ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებების გარეშე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ დღევანდელი მოცემულობით, არც არდადეგების გახანგრძლივების, ან სასწავლო პროცესის გადადების აუცილებლობაა.

„დღევანდელი მოცემულობით ამის საშიშროება არ არის. სასწავლო პროცესი რომ არ აღდგეს სექტემბერში, ამის აუცილებლობა არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა