დიმიტრი ცქიტიშვილი - რამდენიმე კოლეგას გვაქვს საერთო პოზიცია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ვუჭერთ

რამდენიმე კოლეგას გვაქვს საერთო პოზიცია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს ვუჭერთ,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ ცვლილებების მიღებას პარლამენტი შეძლებს. თუმცა, თუ პროექტი მაინც ჩავარდა, როგორც დეპუტატი ამბობს, ამაზე პასუხისმგებლობა ყველას თანაბრად ეკისრება.

„მე ყველაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩემს რამოდენიმე კოლეგასთან ერთად გვაქვს საერთო პოზიცია, რომ დავუჭერთ ამ ცვლილებებს მხარს. თამარ ხულორდავას, თამარ ჩუგოშვილის პოზიცია ვიცი, ასევე ირინა ფრუიძის, ნინო გოგუაძის პოზიციები ვიცი და ვიცი, რომ მხარს უჭერენ. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ყველა დანარჩენი დაუჭერს ასევე მხარს,"- აცხადებს ცქიტიშვილი.

ცქიტიშვილის თქმით, 8 მარტის შეთანხმების ერთი მხარე ცდილობს, რომ არ შეასრულოს შეთანხმების ერთი ნაწილი, მეორე მხარე კი მეორე ნაწილს არ ასრულებს, საბოლოო ჯამში კი, ქვეყანა ზიანდება.

„მე არ ვიცი, რამდენად შეასრულებენ პირობას, გვქონია არაერთი დარღვევა პირობის, მაგრამ ამ პირობის დარღვევა არ იქნება გონივრული მათთვის და მათი პოლიტიკური ინტერესისთვის. მე ველოდები, რომ უმრავლესობა მთლიანი შემადგენლობით დაუჭერს მხარს. არ ვიცი როგორ მოიქცევა ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ არ დაუჭერს მხარს. ცალსახად, ერთი მხარე ცდილობს, რომ არ შეასრულოს შეთანხმების ერთი ნაწილი, მეორე მხარე ცდილობს, რომ არ შეასრულოს მეორე ნაწილი, საბოლოო ჯამში ქვეყანა ზიანდება. ქვეყნის ინტერესი არის, რომ მივიღოთ ეს ცვლილებები, გადავიდეთ ახალ დემოკრატიულ საარჩევნო სისტემაზე და დანარჩენი საკითხები განვიხილოთ უკვე პოლიტიკურ რეჟიმში,"- აცხადევს ცქიტიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა