საქართველოში ამ დროისთვის 45 სანოტარო ბიურო ფუნქციონირებს

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოში უკვე 45 სანოტარო ბიურო ფუნქციონირებს.

როგორც წულუკიანმა მთავრობის ადმინიტრაციაში საკოორდინაციო საბჭსო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ხვალ თბილისში დამატებით 8 ბიურო გაიხსნება, ასევე ეტაპობრივად აღდგება მომსახურება რეგიონებშიც.

„საქართველოს მასშტაბით სანოტარო ბიუროები იხსნება ეტაპობრივად და ჩვენ დღეს დილით საქართველოში უკვე გვაქვს 45 მოქმედი სანოტარო ბიურო, ხვალ დილით დაემატება 8 ახალი ბიურო თბილისში და ეს შესაძლებლობას მოგვცემს ვთქვათ, რომ თბილისში სანოტარო მომსახურება მეტ-ნაკლებად უკვე ხელმისაწვდომი იქნება. გახსნის პროცესი გაგრძელდება და ყველა ის სანოტარო ბიურო, რომელიც ითნამშრომლებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან იმისთვის, რომ მოქალაქეთა მისაღები სივრცე აკმაყოფილებდეს ჯანდაცვის სფეროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, იქნება ძალიან მოკლე ვადაში გახსნილი. გუშინ და გუშინწინ გაიხსნა პირველი სანოტარო ბიუროები რეგიონებშიც, ეს იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში რამდენიმე ბიურო, დღეს, ხვალ და ზეგ ვვარაუდობთ, რომ ქუთაისის, აჭარის, ასევე კახეთის სანოტარო ბიუროები შეიძლება გაიხსნას იქ, სადაც ელემენტარული ნორმები მოქალაქეთა ნორმალურ პირობებში და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მისაღებ ატმოსფეროში იქნება შესაძლებელი”, - განაცხადა წულუკიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო