რომან გოცირიძე - თეა წულუკიანი საარჩევნო სიის თავში, კარგი საჩუქარია ოპოზიციისთვის, ძალიან გაგვიხარდება, 10%-იანი ფორა გვექნება

თეა წულუკიანი საარჩევნო სიის თავში, ეს არის კარგი საჩუქარი ოპოზიციისთვის, ძალიან გაგვიხარდება, 10%-იანი ფორა გვექნება თუნდაც ამ ერთი დანიშვნის გამო,- ასე პასუხობს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, თეა წულუკიანი შესაძლოა საპარლამენტო სიის პირველი ნომერი გახდეს და პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიონ.

გოცირიძის თქმით, ასეთ შემთხვევაში მმართველი პარტია დაახლოებოთ 10%-ს დაკარგავს.

"10 ნობელის ლაურეატი რომ დანიშნონ მთავრობაში ამ არაფორმალური და ჩამონგრეული მმართველობითი ვერტიკალის პირობებში საქართველოს არაფერი ეშველება. ერთადერთი გამოსავალი არის ამ ხელისუფლებოს შეცვლა, ხოლო თუ თეა წულუკიანი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და სიის პირველი ნომერი იქნება, ძალიან დიდ სამსახურს გაუწევს ოპოზიციას და ქვეყანას.სულ მცირე, ჩათვალეთ, რომ 10% დაკარგული ექნება "ქართულ ოცნებას", - განაცხადა გოცირიძემ.

კითხვაზე, ამის მიზეზი წულუკიანის ხისტი განცხადებები ხომ არ არის, გოცირიძე ასე პასუხობს: "ხისტი განცხადებებით რომ პარტია არჩევნებს იგებდეს, ახლა, ისე „დავხისტავ“, რომ 100% გარანტირებული უნდა მქონდეს.წულუკიანის ხისტი განცხადებები ვის მოსწონს?! წულუკიანი საარჩევნო სიის თავში, ეს არის კარგი საჩუქარი ოპოზიციისთვის.ძალიან გაგვიხარდება, 10%-იანი ფორა გვექნება თუნდაც ამ ერთი დანიშვნის გამო", - განაცხადა გოცირიძემ.

ვაჟა ბერიძე -  „ნაციონალებს“ და მის მოკავშირეებს ელექტორატის ნახევარზე მეტი არ უჭერს მხარს, ხოლო 50%,  ვისაც არჩევანი გაკეთებული არ აქვს, „ოცნების“, დასავლელი პარტნიორებისა და საზოგადოების მთავარი პრობლემაა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2020
აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც საქართველო დგას რუსული აგრესიის წინაშე
ირმა ინაშვილი საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს, IRI-სა და NDI-ს საქართველოში კვლევების ჩატარება და გამოქვეყნება აეკრძალოთ
„თიბისის" პერსონალური საბანკო მომსახურება ტრანსფორმაციის ეტაპზე გადავიდა
"პარვუს ჯგუფი" ოზურგეთის ინტერნეტიზაციის შესახებ მედიაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას ეხმაურება (R)
ბათუმში დიჯიტალ ტვ-ის ოფისი გაიხსნა