ირაკლი კობახიძე - ოპოზიციიდან ერთი პარტია 12 %-იანი, მეორე კი 3 %-იანია, ასეთ ვითარებაში, მათთვის აზრი დაკარგა არჩევნებმა და გიორგი რურუას საკითხი მხოლოდ საბაბია

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა 4 ივნისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის, მეორე კი 13 ან 14 ივნისს აჭარის ტელევიზიით გადაიცემა.

ირაკლი კობახიძის თქმით, 21-29 ივნისს უნდა შედგეს კანონპროექტის სამი მოსმენით განხილვა პარლამენტში.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განმარტებით, დღეს გაიმართა საკონტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომა, სადაც იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს საყოველთაო-სახალხო განხილვა.

„შედგება ორი შეხვედრა სატელევიზიო ფორმატში, სადაც კომისიის წარმომადგენლები, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე და კომისიის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე წარვადგენთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ასევე გვექნება ინტერაქტიული კომუნიკაციის საშუალება საზოგადოებასთან, მივიღებთ კითხვებს და ვუპასუხებთ ამ შეკითხვებს. ასეთი სატელევიზიო ფორმატის შეხვედრები გაიმართება საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმაზე თბილისში და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში. ეს ყველაფერი სავარაუდოდ, დასრულდება ივნისის შუა რიცხვებში, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უკვე 21 ივნისისთვის გავიტანოთ პირველ მოსმენაზე კანონპროექტი პარლამენტში და 29 ივნისს, სავარაუდოდ, უკვე სამივე მოსმენით იქნება კანონპროექტი მიღებული", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის მოსაზრებას, რომ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ, ირაკლი კობახიძის თქმით, მათი მოტივი აბსოლუტურად ცხადი და ნათელია.

"რაც შეეხება იმას, თუ ვის აწყობს ეს ცვლილებები, მათემატიკურად აწყობს, ბუნებრივია, ოპოზიციას იქიდან გამომდინარე, რომ ამ ცვლილებების საფუძველზე ისინი მიიღებენ მეტ მანდატს პარლამენტში, ვიდრე მიიღებდნენ 77/73-ის პირობებში, თუმცა, რეალობაა ასევე ისიც, რომ ისინი ხედავენ, არჩევნებს მათთვის აზრი აქვს დაკარგული. ყველა შემთხვევაში ეს იქნება 77/73-ზე, თუ 120/30-ზე, ისინი მარცხისთვის არიან განწირული ამ არჩევნებში. შესაბამისად, ისინი, სამწუხაროდ, გადართულნი არიან დესტრუქციაზე. როგორც ვიცი, არ აპირებენ საორგანიზაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას. გიორგი რურუა არის საბაბი, მიზეზი არის ის, რომ ისინი არჩევნებში აზრს ვერ ხედავენ, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი არის 12%-იანი პარტია, მეორე არის 3%-იანი პოლიტიკური პარტია. ასეთ პირობებში მათთვის აზრი დაკარგა არჩევნებმა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს