გიგა ბოკერია - ამ წლების განმავლობაში ნათელი სურათი გვაქვს, როდესაც ივანიშვილის გუნდთან აფილირებული ჯგუფები, ასევე ზოგიერთი სასულიერო პირი პირდაპირ აღვივებს ეთნიკურ შუღლს და თესავს სიძულვილს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, ივანიშვილის მმართველ გუნდთან აფილირებული ჯგუფები, ასევე ზოგიერთი სასულიერო პირი პირდაპირ აღვივებს ეთნიკურ შუღლს და თესავენ სიძულვილს. ამ განცხადებით ის მარნეულის ცენტრში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის საკითხს გამოეხმაურა.

ბოკერიას შეფასებით, ყველა ადამიანი, ვინც ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებას ცდილობს, საქართველოს მტერია.

„ჩვენ, მთელი ამ წლების განმავლობაში ძალიან ნათელი სურათი გვაქვს, როდესაც ივანიშვილის მმართველ გუნდთან აფილირებული ჯგუფები, ასევე ზოგიერთი სასულიერო პირი პირდაპირ აღვივებს ეთნიკურ შუღლს და თესავს სიძულვილს.

მინდა, რომ ამ კონკრეტულ ისტორიაზე ჩვენი პოზიცია მკაფიო იყოს. ყველა ჯალათი ბოლშევიკის, როგორიც იყო ნარიმანოვი, სერგო ორჯონიკიძე, მათი განდიდება არის მორალური დანაშაული, ხოლო საჯარო სივრცეში მათი ძეგლის დადგმა ან ქუჩისთვის სახელის დარქმევა არის კანონის დარღვევა, რომელიც საქართველოში მიიღეს. რა თქმა უნდა, არც სერგო ორჯონიკიძის, არც იოსებ სტალინის, არც ნარიმანოვის, არცერთი ბოლშევიკის, ვინც კაცობრიობის წინაშე დანაშაული ჩაიდინეს და ჩვენი ქვეყნის თავისუფლება სისხლში ჩაახშეს, ძეგლი არსად უნდა იდგეს, მაგრამ შემდეგ ვინც ეთნიკური ნიშნით გამოყოფს რომელიმე ბოლშევიკს, განადიდებს სერგო ორჯონიკიძეს, სტალინს და ნარიმანოვს გამოყოფს, მერე ამაზე ააგებს ეთნიკურ დაპირისპირებას, ყველა ასეთი ადამიანი არის საქართველოს მტერი“,-განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა