ზაალ უდუმაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობაში" პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურა არც განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მათი პარტია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი ვაშაძეს არც არასდროს განიხილავდა და არც მომავალში გეგმავს განხილვას.

როგორც უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის პარტიის პოზიცია.

„სხვა პარტიები თავისი სახელით ისაუბრებენ ამ თემაზე. მე შემიძლია გითხრათ “ნაციონალური მოძრაობის” სახელით, რომ “ნაციონალურ მოძროაბაში” გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე არც განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

ინფორმაციისთვის, მოძრაობაში „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიების ნაწილი არჩევნებში გამარჯვებისა და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძის კანდიდატურას უჭერს მხარს.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" მომხმარებლებს ბინებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს
სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსი" მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს
FDA-იმ IQOS-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიის მარკეტინგის უფლება მისცა  (R)
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას