გიგი წერეთელი რეგლამენტში ცვლილებებზე - ფიქრობენ, როგორ გაურთულონ ოპოზიციურ პარტიებს შემდეგ პარლამენტში მუშაობა და აქტიურობა

ფიქრობენ, როგორ გაურთულონ ოპოზიციურ პარტიებს შემდეგ პარლამენტში მუშაობა და აქტიურობა, - ამის შესახებ " ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტის მიხედვით, ფრაქციის შექმნა რთულდება.

"რეგლამენტი ახლა დარეგისტრირდა და ერთი კითხვაა ამასთან დაკავშირებით, ეს პარლამენტი ახლა რატომ იღებს იღებს გადაწყვეტილებას, როგორ იმუშავოს შემდეგმა პარლამენტმა? გარკვეული დეტალები არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ეს ეხება მაგალითად, ფრაქციების შექმნის გართულებას, რადგან თუ ახლა 6 წევრით შეიძლება ფრაქციის შექმნა, ეს უნდა განისაზღვროს 7 წევრით. ასევე, არ იქნება საშუალება ბლოკებიდან შემავალი პარტიის წევრებმა ერთად შექმნან ფრაქცია, ესეც გართულებულია. არის კიდევ სხვადასხვა ჩანაწერები, რომელიც მიგვანიშნებს, რომ რაღაცნაირად ფიქრობენ, როგორ გაურთულონ შემდეგ პარლამენტში უკვე ოპოზიციურ პარტიებს მუშაობა და აქტიურობა და მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი,"- აღნიშნა გიგი წერეთელმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს