პენსიონერები შესაძლოა, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლდნენ

პენსიონერები შესაძლოა, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლდნენ. ამის შესახებ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტშია აღნიშნული.

კანონპროექტის თანახმად, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველ პუნქტს ემატება ქვეპუნქტი, სადაც ნათქვამია, რომ პენსიონერები საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ყველა სარჩელზე.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს საპენსიო ასაკს მიღწეული პირის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას, რომ მან უფლებათა დასაცავად თავისუფლად მიმართოს სასამართლოს.

„მნიშვნელოვანია, რომ პენსიონერ ადამიანებს ჰქონდეთ სამართლიანი მართლმსაჯულების მიღების შესაძლებლობა. მათი უფლებების დაცვისთვის კანონმდებელმა უნდა შექმნას ეფექტური მექანიზმები. აღნიშნული ცვლილების გარეშე არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ პირმა ვერ ისარგებლოს მართლმსაჯულების გარანტირებული უფლებით,“ - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ინიციატორია დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს