ქეთევან ციხელაშვილი გამყოფ ხაზთან სოფელ ხურჩასა და ორსანტიაში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამყოფ ხაზთან სოფელ ხურჩასა და ორსანტიაში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, მინისტრმა ოჯახებს 1-ელი ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა. ქეთევან ციხელაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ სამეგრელოს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია.

საერთო ჯამში სამეგრელოს რეგიონში სასურსათო და ჰიგიენური საშუალებების კალათები ზუგდიდის, წალენჯიხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ 272 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცემა. პროექტი საფრანგეთის საელჩოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

„ვაგრძელებთ კამპანიას გამყოფი ხაზების მიმდებარედ სოფლებში, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს. დღეს რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს ვესტუმრეთ ხურჩასა და ორსანტიაში. იმ ბავშვებს, ისევე როგორც თითოეულ ბავშვს საქართველოში, გამყოფი ხაზის აქეთ თუ იქით მხარეს, ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. მთავარი, რაც უნდა ვისურვოთ ჩვენი შვილებისთვის ეს არის, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა და მშვიდობა, რომელიც აუცილებლად დადგება ამ სოფლებში, როდესაც მახინჯი დაბრკოლებები, მავთულხლართები და ღობეები, გაქრება მშვიდობიანად.

ჩვენ ამ კამპანიის ფარგლებში ეხლა 3 მუნიციპალიტეტში, კერძოდ ზუგდიდში, წალენჯიხასა და მესტიაში, 272 ოჯახს დავეხმარეთ. მადლობა მინდა გადავუხადო გაეროს ბავშვთა ფონდს, ასევე საფრანგეთის საელჩოს, რომელიც დაგვეხმარა ამ დახმარების ორგანიზებაში. ეს არის ჰუმანიტარული პაკეტები პროდუქტების და ჰიგიენური საშუალებების, რომლებიც ამ ოჯახებს გარკვეული პერიოდით მოამარაგებს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია იმ მხარდაჭერის გამოხატვა დღეს ჩვენი აქ ყოფნით, რასაც სახელმწიფო ახორციელებდა და აუცილებლად განახორციელებს მომავალშიც. იცით, რომ არსებობს სპეციალური კომისია, რომელიც მუშაობს სწორედ გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებაზე და ბავშვები, მრავალშვილიანი ოჯახები რა თქმა უნდა ჩვენთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი“ , - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა