კახა კალაძე - მგონია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც განხორციელდება, თუ ოპოზიციის მხრიდან არ მოხდება მხარდაჭერა, ეს პირველ რიგში, დააზიანებს მათ

მგონია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც განხორციელდება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

„საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ჩვენი მხრიდან არის სრული მზადყოფნა ამ ცვლილებების მხარდასაჭერად, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს უკვე ახალი საარჩევნო სისტემით. თუ ოპოზიციის მხრიდან არ მოხდება მხარდაჭერა, ეს იქნება ძალიან ცუდი. პირველ რიგში, დააზიანებს მათ. მგონია, რომ ეს ცვლილება მაინც განხორციელდება. თუ რაღაცა კატასტროფა მოხდა და ვერ განხორციელდა, მაშინ არჩევნების ჩატარება მოგვიწევს არსებული სისტემით, რომლითაც ათეული წლების განმავლობაში ტარდებოდა“, - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა