საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, გაზგასამართ სადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია და ხელმეორედ აფეთქების საშიშროება არ არის

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე არსებულ გაზგასამართ სადგურზე, სადაც აფეთქება მოხდა, ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცეცხლის გავრცელების ან ხელახალი აფეთქების საშიშროება არ არის.

„ამაშუკელის ქუჩაზე, „ეკო გაზის“ გაზგასამართ სადგურზე მოხდა აფეთქება. დაშავებული არის ერთი პიროვნება, რომელიც სასწრაფო დახმარებამ გადაიყვანა. ადგილზე დაახლოებით 4 წუთში ოპერატიულად იქნა მობილიზებული 6 სახანძრო - სამაშველო ბრიგადა. ამ დროისათვის ცეცხლის გავრცელების ან თავიდან აფეთქების საშიშროება არ არის. ხანძარი არის ლიკვიდირებული“, - განაცხადა სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს