სამართალდამცავებმა თეთრ სახლთან დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს

სამართალდამცავებმა თეთრ სახლთან ახლოს შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მაშინ მოხდა, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „როუზ გარდენში“ სიტყვით გამოდიოდა და იმუქრებოდა, რომ არეულობის დასასრულებლად ის ქვეყნის დიდ ქალაქებში სამხედროების მობილიზებას განახორციელებდა, თუკი შტატების გუბერნატორები ეროვნულ გვარდიას არ გამოიძახებდნენ.

კადრებში ჩანან აქციის მონაწილეები, რომლებსაც ხელები მაღლა აქვთ აწეული და ყვირიან : „არ გვესროლოთ!“

შეგახსენებთ, აშშ-ში რამდენიმე დღეა მასშტაბური საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები აფრო-ამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას აპროტესტებენ, რასაც ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა და ინციდენტში ჩართული ოთხივე პოლიციელისთვის მკვლელობის მუხლით ბრალის წაყენებას ითხოვენ.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით