გუგა ქაშიბაძე აფეთქების შედეგად დაშავებულზე - მიუხედავად სერიოზული დაზიანებებისა, მკურნალობას თავიდან ბოლომდე ემორჩილება - მდგომარეობა სტაბილურია

თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად დაშავებული 48 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.

როგორც ქაშიბაძე განმარტავს, მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ამ მომენტისთვის მისი სტაბილიზაციის შენარჩუნებას ახერხებენ.

„მდგომარეობა სტაბილურია, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული და გარკვეული პერიოდი რეანიმაციის განყოფილებაში გააგრძელებს მკურნალობას. მიუხედავად სერიოზული დაზიანებებისა, მკურნალობას თავიდან ბოლომდე ემორჩილება. იმ აფეთქების ფონზე, რაც ვნახე, შეიძლებოდა გაცილებით სერიოზული დაზიანებები მიეღო. ამ წუთისათვის, მის სტაბილიზაციას ვინარჩუნებთ“, - განაცხადა ქაშიბაძემ.

როგორც „ინტერპერესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, დაშავებულმა დამწვრობა სხეულის 25%-ზე მიიღო, მას აღენიშნება სასუნთქი გზების დაზიანება.

ცნობისთვის, თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე გუშინ აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

იხილეთ ვიდეო:აფეთქების შედეგად დაზარალებული მამაკაცი, მიუხედავად სერიოზული დაზიანებებისა, მკურნალობას ემორჩილება

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს