თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი „ღია კარის დღეს“ დისტანციურ რეჟიმში გამართავს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი „ღია კარის დღეს“ დისტანციურ რეჟიმში გამართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს, აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო ხასიათის დისტანციური შეხვედრა 6 ივნისს, 13:00 საათიდან უნივერსიტეტის ოფიციალურ Facebook გვერდზე, Live-ის მეშვეობით გაიმართება.

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში „ღია კარის დღეს“ ყოველთვის მასშტაბური ხასიათი ჰქონდა და ის ტრადიციულად გაზაფხულის დასაწყისში იმართებოდა.

ამ დღეს თსსუ-ში სწავლით დაინტერესებული აბიტურიენტები და მათი მშობლები, უნივერსიტეტს სხვადასხვა რეგიონიდანაც სტუმრობდნენ. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ უნივერსიტეტის მედიცინის, სტომატოლოგიის, მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტების ქართულენოვან და უცხოენოვან პროგრამებს, ასევე, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამასა და საექთნო და პროფესიულ პროგრამებს. აბიტურიენტები იღებდნენ ინფორმაციას ფაკულტეტზე ჩარიცხვის მოთხოვნებსა და საჭირო პროცედურებთან დაკავშირებით, ეცნობოდნენ ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სთავაზობდა მათ პროფესიული განვითარების გზაზე.

გარდა ამისა, ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ სხვადასხვა საინტერესო პრაქტიკულ აქტივობებში, როგორიც არის მაგალითად, პირველადი დახმარების აღმოჩენის მასტერ-კლასი, ასევე, ინტერაქტიული გათამაშებები.

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს უნივერსიტეტში „ღია კარის დღის“ ტრადიციულ რეჟიმში ჩატარება ვერ მოხერხდა, თუმცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მის ალტერნატივას აბიტურიენტებს დისტანციურ რეჟიმში შესთავაზებს.

აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო ხასიათის დისტანციური შეხვედრა 6 ივნისს, 13:00 საათიდან უნივერსიტეტის ოფიციალურ Facebook გვერდზე, Live-ის მეშვეობით გაიმართება facebook.com/tsmu.tbilisistatemedicaluniversity/

თსსუ-ის რექტორი და ფაკულტეტის დეკანები წარადგენენ დეტალურ ინფორმაციას თსსუ-ის შესახებ, საბაკალავრო და ერთსაფეხურიან პროგრამებთან დაკავშირებით, ისაუბრებენ ფაკულტეტზე ჩარიცხვის მოთხოვნებსა და საჭირო პროცედურებზე. ასევე, წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია უნივერსიტეტის აკადემიურ პროცესებთან, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, საერთაშორისო ურთიერთობებთან, სტუდენტურ ცხოვრებასთან დაკავშირებით.

აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, წინასწარ გააგზავნონ კითხვები ელექტრონულ ფოსტაზე ask@tsmu.edu ან ღია კარის დღის მსვლელობისას კომენტარის სახით დატოვონ ისინი და პირდაპირ ეთერის რეჟიმში მიიღონ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს