გიორგი ვაშაძე - გარკვეული პარტიული რადიკალური განცხადებები ხალხის თვალში აზიანებს ერთობას - მე ყველაფერს გავაკეთებ და არ დავუშვებ ერთიანობის დარღვევას

მთავარი არის არა ის, რა უნდა გიორგი ვაშაძეს, ან რომელიმე პარტიას, არამედ მთავარია რა სჭირდება დღეს საქართველოს, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, მოსახლეობას ოპოზიციის ერთიანობისა და ურღვეობის იმედი აქვს, გარკვეული პარტიული, რადიკალური განცხადებები კი ამ ერთობას ხალხის თვალში აზიანებს.

„ძალა ერთობაშია“ ეს ძალიან დიდ შინაარს ნიშნავს. მთავარი არის არა ის, რა უნდა გიორგი ვაშაძეს, ან რომელიმე პარტიას, არამედ მთავარი არის ის - რა სჭირდება დღეს საქართველოს. მე ახლა სასწრაფოდ ჩამოვედი რეგიონიდან, სადაც ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა შეხვედრა, რომელთაც ნომერ პირველი პრობლემა აქვთ გაჭირვება, შიმშილი და ის თუ როგორ გამოკვებონ ოჯახი. მაგრამ რისი იმედიც მათ აქვთ ეს არის, ჩვენი ერთიანობა, ურღვეობა და ერთიან ბრძოლის ფრონტი. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ გარკვეული პარტიული რადიკალური განცხადებები ხალხის თვალში აზიანებს ამ ერთობას. პირდაპირ გეუბნებით, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ და არ დავუშვებ ერთიანობის დარღვევას. იმიტომ, რომ გამარჯვება არის ერთიანობაში, ძალა არის ერთიანობაში“, - განაცხადა ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო:გიორგი ვაშაძის შეფასებით გარკვეული პარტიული რადიკალური განცხადებები ხალხის თვალში ოპოზიციის ერთობას აზიანებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა