არმაზ ახვლედიანი - რა სააზროვნო სისტემაა ჩვენში ასეთი, რომ ათწლეულების განმავლობაში მადლობა უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას იმისთვის, რისი შესრულებაც მათი მოვალეობაა?

რა სააზროვნო სისტემაა ჩვენში ასეთი, რომ ათწლეულების განმავლობაში აუცილებლად უნდა ვუთრათ მადლობა ხელისუფლებას იმისთვის, რისი შესრულებაც მათი მოვალეობაა?- ამის შესახებ “ქართული ოცნების“ ყოფილმა პოლიტიკურმა მდივანმა არმაზ ახვლედიანმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დილის ნიუსრუმი“ განაცხადა. ახვლედიანის განცხადებით, ხელისუფლებისთვის „ვირუსის პერიოდი ფანტასტიკური დრო იყო იმისთვის, რომ გაჭირვების ჟამს გაეცნობიერებინა, რომ ასე მართვა არ შეიძლება“.

„არის საგანგებო ვითარებები, სადაც შეიძლება შეცდომა დაუშვას ან პირიქით, სწორად მოიქცეს ხელისუფლება. ამ დროს, ამ ვითარებაში მადლობის თქმა არ არის უხერხული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იმის გამო, რაც ხელისუფლების მოვალეობაა, რისთვისაც ხელისუფლება არსებობს, დღე და ღამ ვიმეოროთ მადლობა. თუკი კრიტიკული სიტყვა დაგვცდა და ვთქვით, რომ მადლობასთან ერთად პრობლემებსაც ვხედავთ, მაშინვე აღმოვჩნდებით თეა წულუკიანის და გიორგი გახარიას მიერ არა იმ დაფაზე, სადაც შეიძლება სიგელი იყოს სამადლობელი, არამედ მტრების სიაში. საუბედუროდ, მინდა გითრათ, რომ ამ ვირუსის ორ-სამთვიანმა შემოტევამ ვერ ასწავლა მთავარი რამ ჩვენს ხელისუფლებას. მეგონა, რომ იქნებ ივანიშვილს ეს დასკვნა გაეკეთებინა და ამოეღოთ საკუთარი პოლიტიკური ლექსიკონიდან სიტყვები - „მტრები“, „გვძულს“, „გვეზიზღებით“. ეს შავრაზმული ლექსიკა, რომელიც იყო ვირუსამდე უნდა დასრულებულიყო და ვირუსის პერიოდი ფანტასტიკური დრო იყო იმისთვის, რომ გაჭირვების ჟამს გაეცნობიერებინათ, რომ ასე მართვა არ შეიძლება“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს