გიგა ბოკერია - მომავალი პრემიერ-მინისტრი „ევროპული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს

რაც შეეხება კანდიდატურებსა და სახელებს, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს თავისი ფავორიტი ეყოლება, მათ შორის კოალიციური მოლაპარაკება იმის მიხედვით წარიმართება, ვინ რა შედეგს მიიღებს და ვის რა წონა ექნება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მომავალი პრემიერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კოალიციური მოლაპარაკება იმის მიხედვით წარიმართება, რომელი პოლიტიკური ძალა არჩევნებზე რა შედეგს მიიღებს და ამ თვალსაზრისით, ვის რა წონა ექნება.

„ძალიან კარგია, რომ სასამართლო რეფორმაზე, ამ ფუნდამენტურ საკითხზე და გეგმაზე შეთანხმება შედგა, ეს არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კანდიდატურებსა და სახელებს, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს თავისი ფავორიტი ეყოლება, მათ შორის კოალიციური მოლაპარაკება იმის მიხედვით წარიმართება, ვინ რა შედეგს მიიღებს და ვის რა წონა ექნება. ამ ეტაპზე ლოგიკურია, რომ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ცალ-ცალკე გადიან არჩევნებზე, თავიანთი ხედვა ჰქონდეთ იმის თაობაზე, რა პერსონებს უკავშირებენ ამა თუ იმ მიმართულებებს. საბოლოოდ, ეს კომპოზიცია იმის მიხედვით შედგება, ვინ რა წონას მოიპოვებს. „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, რომ ამ კოალიციაში სიმძიმის ცენტრი ჩვენ ვიყოთ, სხვების ამოცანაა, რომ ისინი იყვნენ. ეს მოგვიანებით გაირკვევა, მაგრამ რამდენად სწრაფი რეფორმები გატარდება და რაზე ვართ უკვე შეთანხმებული იმის მიუხედავად, ვის რა წონა ექნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,-აცხადებს ბოკერია.

მისი შეფასებით, ქვეყნის მომავალი პრემიერი ძლიერი გუნდის ლიდერი უნდა იყოს, რომელმაც სხვადასხვა სფეროში რეფორმები უნდა გაატაროს.

„ქვეყნის პრემიერი ძლიერი გუნდის ლიდერი უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს ხედვა, ამ ძალიან მძიმე მდგომარეობიდან ქვეყანას როგორ გამოიყვანს, ეკონომიკაში როგორ დაწევს გადასახედებს, როგორ გაუადვილებს ცხოვრებას ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით ამ გამოწვევის დროს. როგორ გადატეხს სასამართლოში იმ მემკვიდრეობას, რომელიც ვერ მოვიშორეთ, როგორ წაიყვანს ქვეყანას თავისუფალი სამყაროსკენ. მოკლედ, ახლა რომ დაგიხასიათოთ როგორი უნდა იყოს, „ევროპული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს“, - განაცხადა ბოკერიამ.

იხილეთ ვიდეო:გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ მომავალი პრემიერ-მინისტრი "ევროპული საქართველოს" წევრი უნდა იყოს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა