ირაკლი კობახიძე - ნებისმიერი კანდიდატის დასახელება ღიმილისმომგვრელი იქნება, ოპოზიციას არავითარი შანსი არ აქვს საკუთარი პრემიერ-მინისტრი გაიყვანოს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან პრემიერ-მინისტრობის ნებისმიერი კანდიდატის დასახელება "ღიმილის მომგვრელი იქნება". ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის განცხადებით, თუკი ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატზე შეთანხმდება, მმართველი გუნდისთვის უკეთესი იქნება, რადგან ამ შემთხვევაში, ყველა ოლქში პირველივე ტურში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

"რეალურად,ნებისმიერი კანდიდატის დასახელება მათი მხრიდან იქნება ღიმილის მომგვრელი,იმიტომ,რომ ყველა ხედავს, როგორია კვლევის შედეგები. ყველა ხედავს, რომ ოპოზიციას არავითარი შანსი არ აქვს, საკუთარი პრემიერ-მინისტრი გაიყვანოს. ეს უხერხულობა, ბუნებრივია, გავლენას ახდენს მათ გადაწყვეტილებაზე, რომ საერთოდ არ დაასახელონ ასეთი კანდიდატი. მათ არ უნდათ, რომ გახდნენ დაცინვის ობიექტი ამომრჩევლის მხრიდან.

რაც შეეხება მაჟორიტარულს, თუ ოპოზიცია შეთანხმდება საერთო კანდიდატებზე, ეს ჩვენთვის მომგებიანი იქნება იმ კუთხით, რომ ასეთ შემთხვევაში 30-ვე ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ არჩევნებს. აქედან გამომდინარე, თუ ისინი შეთანხმდებიან საარჩევნო კუთხით, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის უკეთესი იქნება", -განაცხადა ორაკლი კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს