ირაკლი კობახიძე - მე როგორც ვიცი, არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი არ ეთანხმება ფასიანი რეკლამის აკრძალვას და არ მგონია, ასეთი ინიციატივა ჩაიდოს საარჩევნო კოდექსში

მე როგორც ვიცი, არც ერთი პოლიტიკური სუბიექტი არ ეთანხმება ფასიანი რეკლამის აკრძალვის ინიციატივას, შესაბამისად, არ მგონია, ასეთი ინიციატივა ჩაიდოს საარჩევნო კოდექსში,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც დეპუტატ გია ჟორჟოლიანის ინიციატივას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პარტიებს ტელევიზიებში კომერციული რეკლამის განთავსება სურთ.

„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები შესაბამისი სამუშაო ჯგუფის ფორმატში, იქ რამდენადაც მახსოვს, ეს ინიციატივა საერთოდ არ გაჟღერებულა, თუმცა, სხვა ტიპის დისკუსიები იყო ამ თემასთან დაკავშირებით და პარტიებს ჰქონდათ სრულიად რადიკალურად განსხვავებული პოზიცია. მათ მიაჩნიათ, რომ კომერციული რეკლამის გაშვების საშუალება ტელევიზიებში უნდა ჰქონდეთ. აქედან გამომდინარე, მე ძალიან მეეჭვება, რაიმე მსვლელობა მიეცეს ამ ინიციატივას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კანონპროექტის თანახმად, რომლის ინიციატორი გია ჟორჟოლიანია, ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბრად ისარგებლებს უფასო სარეკლამო დროით. აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოყოფს ყოველდღიურად 5 საათს, რომელიც უსასყიდლოდ, თანაბრად და არადისკრიმინაციულად განაწილდება ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის. რაც შეეხება ფასიან/სასყიდლიან პოლიტიკურ რეკლამას, ცვლილებების თანახმად, ის საერთოდ აიკრძალება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა