საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაუდასტურეს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, გარდაცვლილია 75 წლის მამაკაცი, რომელიც სოფელ მუშევანიდან იყო. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა და მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

საქართველოში ეს კორონავირუსით გარდაცვალების მე-13 შემთხვევაა.

ცნობისთვის, მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არსებული ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 796-ს შეადგენს. მათგან 634 გამოჯანმრთელდა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა