ნიუ-იორკში წუხელ სამართალდამცავებმა კიდევ 40 დემონსტრანტი დააკავეს

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ნიუ-იორკში წუხელ სამართალდამცავებმა კიდევ 40 დემონსტრანტი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ქალაქის პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია წინა ღამით დაკავებული მომიტინგეების რაოდენობაზე, როდესაც პოლიციამ საპროტესტო აქციაზე 700-მდე ადამიანი დააკავა.

ცნობისათვის, მოროდიორობის ფაქტების მატების გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქში „კომენდანტის საათის“ 3 საათით ადრე დაწყების გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისად, ნიუ-იორკში „კომენდანტის საათი“ ძალაში საღამოს 20:00 საათიდან დილის 05:00 საათამდეა დაწესებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო