ივანე მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან ონლაინ შეხვედრა გამართა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან კოენ დევიდსთან ონლაინ შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყანაში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები, იმსჯელეს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელსაც მსოფლიო ბანკი აქტიურად უჭერს მხარს.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის მსოფლიო ბანკის მხრიდან უკვე გამოყოფილი და სამომავლოდ დაგეგმილი ფინანსური რესურსების მნიშვნელობას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა