სამხრეთ კორეამ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ კომპანია „გილეადის“ მედიკამენტი „რემდესივირი“ დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ-კორეის საკვებისა და მედიკამენტების უსაფრთხოების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ში, იაპონიასა და გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული კლინიკური ცდების საფუძველზე მიიღო, რომლის შედეგებმაც აჩვენა, რომ კოვიდ 19-ით დაინფიცირებული მძიმე პაციენტების მკურნალობისას „რემდესივირმა“ გამოჯანმრთელების დრო შეამცირა.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 11 590 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 273 ადამიანი.