სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულ 4 წლის ბავშვს კავასაკის დაავადება დაუდგინდა

სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულ 4 წლის ბავშვს კავასაკის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, - ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განაცხადა.

„სამწუხაროდ, 4 წლის ბავშვში კავასაკის დაავადების შემთხვევა გვაქვს,“ - განაცხადა ტორისიანმა.

ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა.

„ვიმედოვნებ, ბავშვი მალე გამოჯანმრთელდება. მოვუწოდებ ყველას, ზრდასრულებსა და ბავშვებს, მკარად დაიცვან კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები,“ - განაცხადა არსენ ტოროსიანმა.

რამდენიმე ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს წარმადგენლები კორონავირუსით დაავადებულ ბავშვების ნაწილში კავასაკის დაავადების მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შესახებ რამდენიმე კვირაა საუბრობენ. მათი განმარტებით, „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულ ბავშვებში გამოვლენილი კლინიკური ნიშნები, მათ შორის მაღალი სიცხე, გამონაყარი კანზე, თვალებისა და ენის სიწითლე, დიარეა, სისხლძარღვთა ანთებითი პროცესი და გულის ფუნქციონირების დასუსტება, ძალიან ჰგავს იშვიათი დაავადების, კავასაკის, სიმპტომებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო