გია ჟორჟოლიანის შეფასებით, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის გაუქმების შემდეგ, პარტიები წინასაარჩევნო პერიოდში თანასწორ პირობებში ჩადგებიან

პარტია "სოციალ დემოკრატები" გამოდის ინიციატივით, საარჩევნოდ გაუქმდეს ფასიანი პოლიტიკური რეკლამა და არჩევნებზე რეგისტრირებული ყველა პოლიტიკური პარტიისთვის თანაბარი საეთერო დრო გამოიყოს. როგორც პარტიის თავმჯდომარეგია ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე კანონპროექტი პარლამეტში უკვე ინიცირებულია და შესაბამის კომიტეტზე განხილვაც დაიწყო, თუმცა პანდემიის გამო კენჭისყრა ვერ მოხერხდა.

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება საქართველოს მომავალ განვითარებაში. არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს არჩევნები გახდეს თვისობრივად ახალი პოლიტიკური ეტაპის დასაწყისი. ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია ძირეულად შეიცვალოს როგორც არსებული პოლიტიკური ელიტის უდიდესი ნაწილი, ასევე თავად პოლიტიკური დისკურსიც და პოლიტიკის წარმართვის სტილი. დღეს პოლიტიკურ და მედია დღის წესრიგში წარმოდგენილები არიან არა ის პარტიები, რომლებიც წარმოადგენენ საზოგადოების სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს ან უმრავლესობას, არამედ ისინი ვისაც აქვთ ფინანსური კაპიტალი. ფაქტობრივად ჩამოყალიბდა ორპარტიული „დიქტატურა“. არსებული ორპოლუსიანი სისტემა, სადაც ორი პარტია კინკლაობითა და პიროვნული დაპირისპირებითაა დაკავებული, უნდა შეიცვალოს. ამისათვის აუცილებელია მოხდეს ახალი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალების წარმოდგენა. ხალხს კი უნდა მიეცეს შესაძლებლობა, კონკურენტუნარიან და თანასწორი შესაძლებლობების მქონე საარჩევნო გარემოში, პასუხისმგებლიანი და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული არჩევანი გააკეთოს. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება ჩვენი, „სოციალ–დემოკრატების“ საკანონმდებლო ინიციატივები. პირველი ინიციატივა, რომელსაც დღეს წარმოვადგენთ, გულისხმობს „საარჩევნო კოდექსში“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში ცვლილებების განხორციელებას, რომლის მიზანია პარტიებისთვის თანაბარი პირობების შექმნა მედიაში საარჩევნო კამპანიის წარმართვისთვის. სხვა ინიციატივებს, რომლებიც საარჩევნო პროცესისა და პარტიული სისტემის გაჯანსაღებას ემსახურება, მოგვიანებით წარმოვადგენთ“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, მათ მიერ მომზადებული კანონპროექტის მიზანია წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების თანასწორ პირობებში ჩაყენება, სატელევიზიო ეთერით საარჩევნო კამპანიის წარმართვის კუთხით.

„კანონპროექტის მიზანია ფასიანი პოლიტიკური რეკლამის გაუქმება და არჩევნებზე რეგისტრირებული ყველა პოლიტიკური პარტიისთვის თანაბარი საეთერო დროის გამოყოფა. ეს ხელს შეუწყობს არჩევნების კონკურენტუნარიან და თანაბარ პირობებში წარმართვას, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს მიეცემათ სრულფასოვანი შესაძლებლობა მოქალაქეებს სრულყოფილად მიაწოდონ თავიანთი პოლიტიკური ხედვა. ეს უზრუნველყოფს, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ფართო არჩევანი და რეალურად მრავალფეროვან ალტერნატიულ ხედვებს შორის მათთვის სასურველი აირჩიონ. პოლიტიკური პარტიებისთვის მედიაში თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესი პრინციპია სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის",- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა