ღია კაფეებს, შეზღუდვების მოხსნამდე, მიმდებარედ არსებული მუნიციპალური ფართების გამოყენების შესაძლებლობა მიეცემათ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ღია კაფეებს, რომელიც განთავსებულია მუნიციპალურ სივრცეებში, შეზღუდვების მოხსნამდე მიეცემათ შესაძლებლობა, გამოიყენონ მიმდებარე არსებული დამატებითი მუნიციპალური ფართობები და მაგიდები განალაგონ ასეთ ადგილებში. როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მთავრობამ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მიიღო.

„გუშინ, გუშინწინ მქონდა კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან, ასევე ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან და მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება. 1-ელი ივნისიდან, როგორც იცით, დედაქალაქში გაიხსნა ღია კაფეები, თუმცა არის სპეციალური წესები, მაგიდებს შორის აუცილებლად დაცული უნდა იყოს დისტანცია და ეს შეზღუდვები არსებობს, რის გამოც, ისინი იმ რაოდენობის მაგიდებს ვერ განათავსებენ, რამდენსაც აქამდე ახერხებდნენ. ღია კაფეებს, რომლებიც განთავსებულია მუნიციპალურ სივრცეებში, შეზღუდვების მოხსნამდე დროებით მივცემთ შესაძლებლობას, გამოიყენენონ მიმდებარე, დამატებითი მუნიციპალური ფართები და მაგიდები განალაგონ ისე, როგორც არის მოთხოვნა, რომ დაცული იყოს ყველა იმ ადამიანის უსაფრთხოება, ვინც ისარგებლებს რესტორნებით, კაფე-ბარებით. ანუ, დროებით გეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ მუნიციპალური ფართები გამოიყენოთ, გამოხვიდეთ და ისე განათავსოთ თქვენი მაგიდები, რომ არ მოექცეთ მხოლოდ თქვენივე საკუთრებაში, შეგიძლიათ ისე გაშალოთ, რომ სოციალური დისტანცია და ის მითითებები დაიცვათ, რაც ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლშია გაწერილი. ეს დროებითი ღონისძიებებია მანამ, სანამ ჩვენ ამ ვითარებაში ვართ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ, ხელი შეგიწყოთ. მგონი, ამას საზოგადოება კარგად გაიგებს, რადგან ჩვენ რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ერთმანეთის მხარდაჭერა, ბიზნესის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნესი არის ის მიმართულება, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს და საკმაოდ დიდი კონტრიბუცია შეამოაქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია“,-განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: ღია კაფეებს, შეზღუდვების მოხსნამდე, მიმდებარედ დამატებითი მუნიციპალური ფართების გამოყენების შესაძლებლობა ექნება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა