ლევან გოფოძის განმარტებით, გუშინ გარდაცვლილ პაციენტს კოვიდინფექცია აღარ ჰქონდა, თუმცა, მისი მდგომარეობა ვირუსმა დაამძიმა და ასეთი პაციენტი მაინც კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რიგს მიეკუთვნება

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კოვიდინფექციით გარდაცვლილ ბოლო პაციენტს მძიმე თანდაყოლილი გართულებები ჰქონდა, მათ შორის გულის მძიმე უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა და ინსულტი.

„ეს პაციენტი მოყვანილი იყო ჩვენთან მაისის დასაწყისში. გადმოყვანილი იქნა მარნეულიდან მისი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე. ყოველდღე ვამბობდით, რომ გვყავს კრიტიკული პაციენტი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. კოვიდინფექციის გარდა, მას ჰქონდა ბევრი თანდაყოლილი გართულება. პაციენტი კლინიკაში შემოვიდა მძიმე დისტრესს სინდრომით და სეპტიური შოკით. ჩვენთან დაუდგინდა ფილტვის არტერიის ემბოლიის დიაგნოზი. ამასთანავე იყო გულის მძიმე უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა და ინსულტი განვითარებული. ერთი პერიოდი მიღწეული იყო სტაბილიზაცია, თუმცა შემდგომში დამძიმდა ისევ მდგომარეობა და გუშინ საღამოს გაჩერდა გული“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილ პაციენტს რე-ტესტირების შედეგად PCR ტესტზე კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა, თუმცა, მისი მდგომარეობის მთელი სიმძიმე მაინც კოვიდინფექციამ განავითარა და ამიტომ ასეთი პაციენტი მაინც კოვიდგარდაცვალებულების რიგს მიეკუთვნება.

„ეს იყო საინტერესო, რომ რე-ტესტირების შემდგომ კოვიდინფექცია არ უდასტურდებოდა. PCR ტესტზე მისი პასუხი იყო უარყოფითი, თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს რადგან მთელი სიმძიმე მისი მდგომარეობის მაინც განავითარა კოვიდინფექციამ, რომელიც იყო ჩამრთველი მექანიზმი მისი თანმხლები დაავადებებისა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კონსულტაციით, ასეთი პაციენტი მაინც კოვიდგარდაცვალებულების რიგს მიეკუთვნება,“ - განაცხადა ლევან გოფოძემ.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას
უპროცენტო განვადება და საჩუქარი მომხმარებელს - რას სთავაზობს კომპანია ,,ჯეო გლასი"
ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი - პრაქტიკული არჩევანი
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი წყნეთში გაიხსნა
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში დაეხმარება
ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო