დავით ბაქრაძე - მთავრობამ აირჩია აბსოლუტურად არასწორი გზა - მივიღეთ გაძვირებული პროდუქტი, გაძვირებული ცხოვრება, დაუცველი მოსახლეობა და ეკონომიკა, რომელიც ვალების ამარაა დარჩენილი

მთავრობამ აირჩია აბსოლუტურად არასწორი გზა. დაპირდა მოსახლეობას, რომ თანხას დახარჯავდა ფასების შესანარჩუნებლად და ყველამ ვნახეთ, რომ ეს ვერ მოახერხა და მივიღეთ გაძვირებული პროდუქტი, გაძვირებული ცხოვრება, დაუცველი მოსახლეობა და ეკონომიკა, რომელიც ვალების ამარაა დარჩენილი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან გამოსავალი გადასახადების დაწევის გზით ეკონომიკის სტიმულირება იქნებოდა.

„ფასების შენარჩუნების დაპირება, ისევე როგორც ბევრი სხვა დაპირება მთავრობის მხრიდან, აღმოჩნდა შეუსრულებადი და ტყუილი. ამის ნაცვლად, ხელისუფლებას უნდა გაკეთებინა ის, რასაც სთავაზობდა „ევროპული საქართველო“ ორი მიმართულებით. ერთი მხრივ, უნდა მოეხდინა ეკონომიკის სტიმულირება, პირველ რიგში გადასახადების შემცირებით და მათ შორის აქციზის გადასახადის შემცირებით, რომელიც პირდაპირი კომპონენტია ფასების გაძვირების ამ ქვეყანაში. მეორე მხრივ, მოსახლეობის უკეთესი დაცვა ანუ მეტი თანხის გაცემა მოსახლეობისთვის, მათ შორის საპენსიო ფონდის გამოყენებით თვითდასაქმებულებისთვის და უხელფასოდ დარჩენილებისთვის. ეს ორი კომპონენტი ერთად, გადასახადების დაწევის გზით ეკონომიკის სტიმულირება და მოსახლეობისთვის მეტი დახმარება იქნებოდა გამოსავალი.

მთავრობამ აირჩია აბსოლუტურად არასწორი გზა, დაპირდა მოსახლეობას, რომ თანხას დახარჯავდა ფასების შესანარჩუნებლად და ყველამ ვნახეთ, რომ ეს ვერ მოახერხა და მივიღეთ გაძვირებული პროდუქტი, გაძვირებული ცხოვრება, დაუცველი მოსახლეობა და ეკონომიკა, რომელიც ვალების ამარაა დარჩენილი“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას
უპროცენტო განვადება და საჩუქარი მომხმარებელს - რას სთავაზობს კომპანია ,,ჯეო გლასი"
ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი - პრაქტიკული არჩევანი
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი წყნეთში გაიხსნა
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში დაეხმარება
ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო